ლა ლიგის 33-ე ტური ბასკური დერბით დასრულდა. “ეიბარი” “იპარუაზე” “ბილბაოს” დაუხვდა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა.
ორივე გუნდი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და თამაშამდე მათ შორის სხვაობა სულ 3 ქულა იყო. შესაბამისად, ამ მატჩს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მთელი შეხვედრა ბრძოლაში გაილია.
პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენად წარიმართა და გუნდებს მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ. მეორე ნახევარი კი “ეიბარისთვის” ცუდად დაიწყო და 56-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ: ესკალანტემ იკერ მუნიაინმა ძალიან უხეშად ითამაშა და დელ სერო გრანდემ პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა.
“ბილბაომ” რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მაშინვე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა გამარჯვების მომტანი ბურთი 94-ე წუთზე გაიტანეს: ბენიატის მშვენიერ საჯარიმოს იოელი გაუმკლავდა და ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას რაულ გარსიამ აჯობა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა – 0:1.
ეიბარი - ბილბაო 0:1 (0:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-4-2): იოელი, გალვესი, რამისი, ლუნა (ხუნსა 42), კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ინუი (რივერა 59), პ.ლეონი, ენრიჩი (ადრიანი 89), კიკე.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, იტურასპე (ბენიატი 64), რ.გარსია, უილიამსი (სუსაეტა 86), მუნიაინი, ადურისი (მერინიო 81).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: რ.გარსია (94)
გაფრთხილებები: რამისი, რივერა, გალვესი, პ.ლეონი – სან ხოსე, მერინიო
გაძევება: ესკალანტე (56)
მსაჯი: დელ სერო გრანდე