პორტუგალიის ნაკრების და “ვალენსიას” შემტევმა ლუიშ ნანიმ განაცხადა, რომ “მესტალიაზე” დარჩენა სურს.
30 წლის ვინგერი ვალენსიურ კლუბში გასულ ზაფხულს 7 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ტრავმების გამო ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია.
ნანის თქმით, ის ამდენი ტრავმიანობით იმედგაცრუებულია, თუმცა “მესტალიაზე” დარჩენა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს.
“ვალენსიაში” დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდხანს ვითამაშებ. მე კლუბთან ხელშეკრულება მაკავშირებს, აქაურობა მომწონს და მსურს რაიმე ღირებულს მივაღწიო “ღამურებთან” ერთად.
ყოველდღიურად თავს უკეთესად ვგრძნობ. მე ბევრს ვმუშაობ და მალე 100%-ით მზად ვიქნები.
წინა მატჩებთან შედარებით, “მალაგასთან” ცუდად ვითამაშეთ და სამწუხაროდ დავმრცხდით. მოწინააღმდეგე კარგად გამოიყურებოდა და გაშვებული გოლის შემდეგ თამაში გაგვიჭირდა”, - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “მალაგასთან” წაგებული (0:2) მატჩის შემდგომ.
შეგახსენებთ, რომ ნანიმ მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ევროპის ჩემპიონატი როდის ჭიდაობაში?
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ სერიოზულ წარმატებას. ორი ოქროს, ორი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს და გუნდური მეორე ადგილი ნებისმიერ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ადავოდ დიდი წარმატებაა. ასეთი წარმატება საქმისადმი სერიოზული მიდგომის დამადასტურებელია მთლიანად ფედერაციის და ნაკრები გუნდის მხრიდან. ვუსურვებ ბიჭებს ასეთივე წარმატებით სვლას შემდგომ ასპარეზობებზე.
კაია ბიჭებოა იმუშავეთ უფრო მეტი !!!!
ვულოცავ წარმატებას.
მეორე დღეს ავურიეთDDDDDDDDDD