ფეხბურთი

17:44 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “სასუოლოსთან” მატჩისთვის მზად იქნება

იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის ტრავმა როგორც დაანონსდა, სერიოზული არ აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი წესით მოედანზე დამდეგ უიქ-ენდზე უნდა ვიხილოთ – “ემპოლი” 30 აპრილს, “სასუოლოს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, მჭედლიძემ “მილანთან” მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მუხლი დაიზიანა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ტრავმა სერიოზული სახის არ იყო და ამის შესახებ ჯოვანი მარტუშიელომ და თავად ლევანმაც ისაუბრეს.

აქვე გეტყვით, რომ იმავე “მილანთან” შეხვედრაში მჭედლიძემ გოლის გატანაც მოახერხა (VIDEO).

0.110434