ჩოგბურთი

14:28 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ისევ პირველია 

WTA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც სერენა უილიამსი ისევ ნომერ პირველი ჩოგბურთელია, ხოლო კერბერმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ჩოგბურთელებს შორის განსხვავება სულ 85 ქულაა. შემდეგი კვირიდან პირველი ჩოგბურთელი სავარაუდოდ ისევ კერბერი გახდება იქიდან გამომდინარე, რომ გერმანელი შტუტგარტის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო უილამსი ორსულადაა და ბევრი ტურნირის გამოტოვება მოუწევს.


1. სერენა უილიამსი – 7010 ქულა
2. ანგელიკა კერბერი – 6925
3. კაროლინა პლისკოვა – 6020
4. დომინიკა ციბულკოვა – 5065
5. სიმონა ჰალეპი – 5021
6. გარბინე მუგურუზა – 4691
7. იოჰანა კონტა – 4330
8. აგნეშკა რადვანსკა – 4205
9. სვეტლანა კუზნეცოვა – 4025
10. მედისონ ქისი – 3857

232. სოფო შაფათავა – 217

0.115816