თურქული “გაზიანთეფსფორის” მცველმა ფრანტისეკ რაიტორალმა თავი მოიკლა. აღნიშნულის მიზეზი ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შესახებ ინფორმაცია თურქული გუნდის პრეზიდენტმა იბრაჰიმ კიზილმა დაადასტურა.
“სამწუხაროდ, სუიციდის ამბავი სიმართლეა. როგორც ვიცით, მას პრობლემები არ ჰქონდა და რატომ ჩაიდინა ასეთი რამ, არ ვიცით”, - აღნიშნა კიზილმა.
რაიტორალი 31 წლის იყო და თურქეთში სათამაშოდ გასული წლის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა. მანამდე, ჩეხეთში თამაშობდა, ოსტრავას “ბანიკისა” და “ვიქტორია პლზენის” შემადგენლობაში.
ჩეხეთის ნაკრებში კი, 14 მატჩი აქვს ჩატარებული 2012-2016 წლებში.