პორტუგალიაში არის მწვრთნელი ვიტორ ოლივეირა. 63 წლის გახლავთ და უნიკალური მიღწევები აქვს. არც ჩემპიონთა ლიგა, არც ევროპის ლიგა, არც სანაკრებო ტიტულები... ეს ის კაცია, რომელმაც უკვე მეათე გუნდი გადაიყვანა სეგუნდა ლიგიდან პრიმეირაში, ანუ უმაღლესში.
ვიტორ ოლივეირა ამჟამად "პორტიმონენსეში" მუშაობს და გუნდმა ვადამდე ადრე გაინაღდა პირველი ადგილი.
აი, კიდევ 9 შემთხვევა: "პასუშ დე ფერეირა" (1990/91), "აკადემიკა" (1996/97), "ლეირია" (1997/98), "ბელენენსეში" (1998/99), "ლეიშოეში" (2006/07), "არუკა" (2012/13), "მორეირენსე" (2013/14), "უნიაო მადეირა" (2014/15), "შავეში" (2015/16).
ბოლო წლებს დააკვირდით, ზედიზედ მეხუთე წელია, გუნდი უმაღლესში გადაჰყავს.





