საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირზე ძირითადი ბადიდან ჩაებმება, სადაც მისი პირველი მეტოქე რეიტინგის 108-ე ნომერი იაპონელი ტარო დანიელი იქნება.
ნიკასგან განსხვავებით იაპონელმა ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც ჯერ ხაუმე მუნარი მარტივად 6:2, 6:1 დაამარცხა და შემდეგ - დანიელ ბრანდსი 6:2, 6:4.
ბასილაშვილი და დანიელი პირველად შეხვდებიან. მატჩი 25 აპრილს თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
“ბარსელონას” ტურნირის საპრიზო ფონდი 2.2 მილიონ ევროს შეადგენს.