ჭადრაკი

18:34 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შამქირში  ელიანოვი  დაწინაურდა

აზერბაიჯანის ქალაქ შამქირში მიმდინარე ვუგარ გაშიმოვის მემორიალზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ლიდერების პაველ ელიანოვისა(უკრაინა) და შახრიარ მამედიაროვის(აზერბაიჯანი) მონაწილეობით.

მამედიაროვ - სერგეი კარიაკინის(რუსეთი) შეხვედრა ყაიმით დასრულდა. რაც შეეხება ელიანოვს, მან შავებით შეძლო პენტალა ჰარიკრიშნას(ინდოეთი) დამარცხება ორი ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)-თეიმურ რაჯაბოვი(აზერბაიჯანი) 0.5:0.5

ჰარიკრიშნა - ელიანოვი 0:1

მამედიაროვი-კარიაკინი 0.5:0.5

მაიკლ ადამსი(ინგლისი)- უესლი სო (აშშ) 0.5:0.5

რადოსლავ ვოიტაშეკი(პოლონეთი)-ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი)

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ტოპალოვი - კრამნიკი

სო - ვოიტაშეკი

კარიაკინი - ადამსი

ელიანოვი - მამედიაროვი

რაჯაბოვი - ჰარიკრიშნა

0.116066