კალათბურთი

14:07 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დათვებმა” ანგარიში გაათანაბრეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“მემფისი” შინ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 96:96 დასრულდა. დამატებით 5- წუთეულის ბოლო წამებზე კავაი ლეონარდმა სამქულიანი ჩააგდო ანგარიში 108:108 გახადა, მაგრამ შეხვედრის დასრუელბამდე ერთი წამით ადრე მარკ გასოლმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ “დათვებმა 110:108 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, “მემფისში” მაიკლ კონლი 25 ქულით გამოირჩა. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე შეხვედრა ტეხასში 26 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

“ატლანტამ” შინ “ვაშინგტონს” 116:98 აჯობა. ჯორჯიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. “ატლანტაში” მილსაპი 29 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა, შროდერს 27 ქულა ჰქონდა. “ვაშინგტონში” 29 ქულით ჯონ უოლი გამოირჩა. სერიას დედაქალაქელები 2:1-ს იგებენ, მომდევნო შეხვედრა “ატლანტას” დარბაზში 25 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

“ატლანტა” – “ვაშინგტონი” 116:98 (38:20, 26:26, 26:21, 26:31)(VIDEO)

“მემფისი” – “სან ანტონიო” 110:108 (23:26, 32:25, 19:20, 22:25 o.t. 14:12)(VIDEO)

“პორტლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 113:119 (37:30, 30:24, 21:33, 25:32)(VIDEO)

0.116317