ფეხბურთი

12:00 | 23.04.2017 | ნანახია 1879 - ჯერ

"ჩელსი" ასოციაციის თასის ფინალშია (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალისტი ლონდონის "ჩელსი" გახდა. "არისტოკრატებმა" ნახევარფინალში პრემიერლიგაში მეორე ადგილზე მყოფი თანაქალაქელი "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა.

პირველი გოლი ვილიანმა მე-5 წუთზე გაიტანა და ჰარი კეინმა 13 წუთში წონასწორობა აღადგინა, თუმცა ვილიანმა ტაიმის ბოლოსკენ "ჩელსი" მაინც დააწინაურა. "ტოტენჰემი" შესვენების შემდეგ კარგი შემართებით გამოვიდნენ და დელი ალიმ 7 წუთში ანგარიში 2:2 გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის პროცენტული უპირატესობა "მამლების" მხარეს იყო, გუნდები თანაბრად ქმნიდნენ მომენტებს და საბოლოოდ მეტი სიზუსტე ანტონიო კონტეს შეგირდებმა გამოიჩინეს, 75-ე და მე-80 წუთებზე ედენ აზარმა და ნემანია მატიჩმა გაიტანეს და გუნდი ფინალში გაიყვანეს.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ლონდონის "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის" შორის 23 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:26 | 23.04.2017
levani82 (41682)

კორბენ ვაი-კულე

ჰოდა რომ ვერ იგებს გუნდში იმიტომ რჩება იქნებ მეორე წელს რამე ტიტულს გამოვრჩეო და ასე წლები გადის და გადის ეს კიდევ ისევ არსენალშია უტიტულოდ ხომ ვერ წავალო და ასე იმედიანად ცხოვრობს

14:47 | 23.04.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

მიდი არსენ, რამე მაინც მოიგე და ისე წადი DDDDDDDDD

14:28 | 23.04.2017
levani82 (41682)

ინგლისური გუნდებისთვის მთავარი თასები ესაა და შიდა თასები

12:41 | 23.04.2017
N O D (885)

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ აზარმა შემოსვლის მერე გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, ფაბრეს შემოსვლამდე ჩელსი შეტევაში ნული იყო. აათამაშა მთელი გუნდი და არ შეიძლება მაგ კაცის სკამზე დასმა, თორე წავა საერთოდ

0.12496