ლა ლიგის 33-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მადრიდის “ატლეტიკომ” თანაბარ ბრძოლაში გასვლაზე “ესპანიოლი” დაამარცხა და მე-4 ადგილოსან ”სევილიას” კვლავ 3 ქულით უსწრებს.
შეხვედრა მაინცდამაინც სანახაობრივი არ გამოდგა და საგოლე მომენტები ძალიან ცოტა იყო. ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა, რომელმაც დიეგო ლოპესს ახლო მანძილიდან მის კუთხეში შეუგდო. აღსანიშნავია, რომ ეს ბურთი ფრანგი შემტევისთვის ლა ლიგაში გატანილი მეასე გოლი აღმოჩნდა.
“ესპანიოლმა” ამის შემდგომ გამოიღვიძა და ორი სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ლეო ბაპტიშტაოს იან ობლაკმა აჯობა, ხოლო ხერარდ მორენოს თავური არაზუსტი იყო – 0:1.
4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ვალენსიამ”, რომელიც გასვლაზე “მალაგასთან” დამარცხდა. მასპინძლებმა ორივე გოლი პირველი ტაიმის უკანასკნელ 10 წუთში გაიტანეს: 36-ე წუთზე რესიომ ახლო მანძილიდან თავით შეაგდო, ხოლო ოთხ წუთში სანდრო რამირესის შორეულ დარტყმას დიეგო ალვეშის შეცდომა მოჰყვა და მეორე ბურთიც გავიდა – 2:0.
ევროსაგზურისთვის მებრძოლი “ვილიარეალი” შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს “ლეგანესს” დაუხვდა და გამარჯვება დრამატულ შეხვედრაში მოახერხა. მასპინძლები 68-ე წუთზე სედრიკ ბაკამბუმ დააწინაურა, რომელმაც რობერტო სოლდადოს კარგი გადაცემა გამოიყენა და ერერინს შორეულ კუთხეში გაუტანა. ვალენსიელებს შეხვედრა გამარჯვებისკენ წყნარად მიჰყავდათ, მაგრამ ბოლო წუთზე მცველები უხეშად შეცდნენ, რითაც გერერომ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, სტუმართა სიხარული ნაადრევი გამოდგა, მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ჯონათან დოს სანტოსის დარტყმულს სედრიკ ბაკამბუმ ხელით შეუცვალა მიმართულება, ბურთი ერერინის კარის ბადეში აღმოჩნდა, მსაჯმაც წესების დარღვევა ვერ შენიშნა და “ლეგანესმა” ზედიზედ მეორედ წააგო დამატებულ წუთებზე – 2:1.
დღის მეოთხე შეხვედრა გასავარდნ ზონაში მყოფ კლუბებს შორის შედგა: ბოლო ადგილოსანი “ოსასუნა” შინ “ხიხონს” დაუხვდა და გამარჯვების შემთხვევაში დარჩენის მცირე შანსს იბრუნებდა. ნავარული კლუბი 3 ქულასთან ახლოს ნამდვილად იყო – პეტარ ვასილიევიჩის გუნდი 79-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თუმცა ორ წუთში ამდენივე გოლი გაუშვა და გასავარდნ ზონას ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ხიხონს” მის წინ მყოფი “ლეგანესი” 4 ქულით უსწრებს.
მალაგა – ვალენსია 2:0 (2:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი, დ.ლორენტე, როსალესი, რიკა, კამაჩო, რესიო, ონტივეროსი (კეკო 72), ფორნალსი, ხონი (ხ.კარლოსი 59), ს.რამირესი (ჩარლესი 87).
მწვრთნელი: მიჩელი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი (ორელიანა 45), მანგალა, კანსელო, ლატორე, ე.პერესი, პარეხო, მედრანი (ძაძა 76), სოლერი, ელ ჰადადი (ნანი 72), მინა.
მწვრთნელი: ვორო
გოლები: 1:0 რესიო (36), 2:0 ს.რამირესი (40)
გაფრთხილებები: რესიო, დ.ლორენტე, ხ.კარლოსი – მანგალა, პარეხო, ე.პერესი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ვილიარეალი – ლეგანესი 2:1 (0:0)
ვილიარეალი, “ესტადიო დე ლა კერამიკა”
ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, მუსაჩიო, ალვარო, კოსტა, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეროსი, რ.სორიანო (ჯ.დოს სანტოსი 76), სანსონე (კასტილიეხო 61), სოლდადო (ადრიანი 87), ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ლეგანესი (5-3-2): ერერინი, პ.ინსუა, ბუსტინზა, სიოვასი, მარინი, ვ.დიასი, მორანი, გაბრიელი (ბუენო 70), უ.ლოპესი (სამუელი 81), ლუსიანო (ტიმორი 66), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
გოლები: 1:0, 2:1 ბაკამბუ (68; 92), 1:1 გერერო (90)
გაფრთხილებები: მუსაჩიო – ბუსტინზა, მორანი, სიოვასი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ოსასუნა – ხიხონი 2:2 (1:0)
პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, ვუიადინოვიჩი (მონდრაგონი 9), ოიერი, ფუენტესი, კლერკი, რედრადო, რ.ტორესი (დე ლას კუევასი 75), კაუსიჩი, ფაუსტო (მერიდა 56), ს.ლეონი, კოდრო.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი
ხიხონი (4-3-3): კუელარი, მერე, ბაბინი, ამორობიეტა, კანელია, ს.ალვარესი (კ.კასტრო 70), ვესგა, მ.გომესი, კარმონა (ვ.როდრიგესი 63), ბურგუი (აფიფი 89), ჩოპი.
მწვრთნელი: რუბი
გოლები: 1:0 მერე (19 ს.კ.), 2:0 კოდრო (72), 2:1 კანელია (79), 2:2 კ.კასტრო (81)
გაფრთხილებები: ფაუსტო, კოდრო, ფუენტესი – მ.გომესი, ს.ალვარესი, მერე, ბურგუი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ესპანიოლი – ატლეტიკო 0:1 (0:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, კარისოლი, ხ.ლოპესი (მ.ნავარო 82), ფუეგო, ვ.სანჩესი, ხურადო (ხ.ა.რეიესი 82), პიატი, ხ.მორენო, კაისედო (ბაპტიშტაო 62).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, სავიჩი, ლუისი, საული, გაბი, კარასკო (გამეირო 46), კოკე, გრიზმანი, ფ.ტორესი (ტეიე 46).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: გრიზმანი (73)
გაფრთხილებები: კაისედო, პიატი, ვ.სანჩესი – გოდინი, საული
მსაჯი: ვიკანდი გარიდო