ფეხბურთი

21:11 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჰალი” და “სუონსი” დარჩენისთვის იბრძვიან, “მიდლსბრო” – განწირულია

მიმდინარე უიკენდზე პრემიერლიგის ტური არასრულად ტარდება. ამის მიზეზი, ასოციაციის თასის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრებია. შესაბამისად, 34-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა და ყველაზე საინტერესო დარჩენისთვის მებრძოლი კლუბების თამაშები გახლდათ.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ “მიდლსბრომ” დარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა. “ბორო” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა. სტივ ეგნიუს შეგირდები ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-17 ადგილოსან “ჰალს” 9 ქულით ჩამორჩებიან, რომელიც დღეს 25-ე წუთიდან მოყოლებული “უოტფორდს” 10 კაცით ეთამაშებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში ორი ბურთის გატანა შეძლო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

მოიგო “ჰალის” უმთავრესმა კონკურენტმა “სუონსიმ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სტოკ სიტის” აჯობა. “გედების” დაწინაურება მე-10 წუთზე ფერნანდო ლორენტემ მოახერხა, ხოლო 70-ე წუთზე კეროლის ჯერი დადგა – 2:0.

“ვესტ ჰემის” და “ევერტონის” დაპირისპირება კი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ბორნმუთი – მიდლსბრო 4:0 (2:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, ს.კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, გოსლინგი (ლ.კუკი 44), არტერი, ფრეისერი (სტანისლასი 72), პუგი, კინგი (მოუსე 84), აფობი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მიდლსბრო (5-4-1): გუზანი, გიბსონი, ჩემბერსი, აიალა, ბარაგანი (ფორშოუ 23), ფრენდი, დე როონი (ფაბიო 38), კლეიტონი, დაუნინგი, გ.რამირესი, ნეგრედო (ჟესტედი 80).
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

გოლები: 1:0 კინგი (2), 2:0 აფობი (16), 3:0 პუგი (65), 4:0 დანიელსი (70)
გაფრთხილებები: გ.რამირესი, ფრენდი, აიალა
გაძევება: გ.რამირესი (20)
მსაჯი: გრემ სკოტი

ჰალი – უოტფორდი 2:0 (0:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი, რანოკია, მაგუირე, ელმოჰამადი, რობერტსონი, კლუკასი, ნ’დიაიე, გროსიცკი (დოუსონი 90), ევანდრო (ა.ერნანდესი 46), მარკოვიჩი (ჰადლსტოუნი 82), ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, ბრიტოსი, პროდლი, ჯანმაატი, ჰოლებასი (ზუნიგა 87), დაკური (ოკაკა 74), კლევერლი, ამრაბატი (საკსესი 67), კაპუ, ნიანგი, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 1:0 მარკოვიჩი (62), 2:0 კლუკასი (71)
გაფრთხილებები: ნ’დიაიე, მარკოვიჩი, რობერტსონი – პროდლი
გაძევება: ნიასე (25)
მსაჯი: რობერტ მედლი

სუონსი – სტოკი 2:0 (1:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი, ნოუტონი, ბრიტონი (ბასტონი 85), ფერი (კი 20), ტ.კეროლი, სიგურდსონი, ჯ.აიუ, ლორენტე (ვან დერ ჰოორნი 59).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

სტოკი (4-4-2): ბუტლანდი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, ალენი, გ.ჯონსონი, კამერონი, არნაუტოვიჩი (დიუფი 84), შაქირი, ბერაჰინო (სობი 77), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ლორენტე (10), 2:0 ტ.კეროლი (70)
გაფრთხილებები: ტ.კეროლი, ნოუტონი – ინდი, კრაუჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

69-ე წუთზე არნაუტოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

ვესტ ჰემი – ევერტონი 0:0

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი, რიდი, ფონტე, კოლინსი, კუაიტე (კრესველი 79), ნორდტვეიდი, მასუაკუ, ე.ფერნანდესი, ლანცინი, ა.აიუ, კალერი (სახო 62).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ევერტონი (4-3-3): შტეკელენბურგი, უილიამსი, იაგიელკა, ჰოლგეიტი, ბეინსი, შნეიდერლენი, ტ.დევისი (ბერი 46), გაიე (ლუკმენი 46), მირალაში (კალვერტ-ლევინი 72), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გაფრთხილებები: ე.ფერნანდესი, ფონტე – გაიე, უილიამსი, ბერი
მსაჯი: როჯერ ისტი

0.147787