ფეხბურთი

13:30 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტილემანსი და "მონაკო" შეთანხმდნენ

ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ნიჭიერი ნახევარმცველი იური ტილემანსი ახალი სეზონიდან დიდი ალბათობით, საფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ, „მონაკოში“ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ბელგიელ ფეხბურთელსა და „თავადებს“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რის შემდგომაც ტრანსფერი გაოფიციალურდება.

ტილემანსის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ „ანდერლეხტის“ კაპიტნის მიმართ ინტერესს ევროპული კლუბები ავლენენ, განსაკუთრებით მილანის „ინტერი“, თუმცა, ეტყობა, „მონაკომ“ ყველას დაასწრო.

იური ტილემანსმა მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 30 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.119086