სტამბოლის “ბეშიქთაში” ევროპა ლიგას დაემშვიდობა, თუმცა გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ თურქული გუნდის შემტევი ანდერსონ ტალისკა დასახელდა. 23 წლის ბრაზილიელმა “ლიონთან” მართლაც გამორჩეულად ითამაშა – დუბლი შეასრულა და პენალტების სერიაშიც მოახერხა თავის გამოჩენა.
ტალისკამ ხმების 53% მიიღო და მეორე ადგილზე გასული სენად კოლაშინაცი ადვილად დაჯაბნა – 24%. თავის მხრივ, ბოსნიელმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა “აიაქსთან”, მაგრამ “შალკეც” გამოეთიშა ტურნირს.
მესამე ადგილი მარკუს რეშფორდს (19%) ერგო, რომელმაც “მანჩესტერს” დამატებით დროში მოაგებინა. ბოლო, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა ვიგოს “სელტას” მცველი მალო (4%).