კალათბურთი

12:18 | 20.04.2017 | ნანახია 2052 - ჯერ

“ოკლაჰომას” უესტბრუკის 51-მა ქულამ ვერ უშველა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ჰიუსტონმა” შინ “ოკლაჰომა” 115:111 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ რასელ უესტბრუკმა 51 ქულა (11-დან ორი სამქულიანი, 32-დან 16 ორქულიანი და 18-დან 15 საჯარიმო სროლა) ჩააგდო და თან სამმაგი დუბლი შეასრულა (13 პასი 10 მოხსნა), "ოკლაჰომას" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რასელს ასევე 4 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი ჰქონდა, რაც ფენომენალური შედეგია. მთელი პირველი სამი პერიოდის განმავლობაში “ოკლაჰომა” ანგარიშით სულ წინ იყო, მეოთხე მეოთხედში ტეხასელები დაწინაურდნენ. გადამწყვეტი იყო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, 104:104 იყო ანგარიში, რა დროსაც “ჰიუსტონმა ზედიზედ 10 ქულა ჩააგდო ისე რომ თავის კალათში არც ერთი არ მიუღია. “ჰიუსტონში” 35 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

“ვაშინგტონმა” საკუთარ დარბაზში “ატლანტა” 109:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქელებმა 35:23 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა “ვაშინგტონის” ლიდერის ჯონ უოლის ანგარიშზეა. “ატლანტაში” 27 ქულით და 10 მოხსნით პოლ მილსაპი გამოირჩა.

“ვაშინგტონი” – “ატლანტა” 109:101 (23:24, 28:19, 23:35, 35:23) VIDEO

“ჰიუსტონი” – “ოკლაჰომა” 115:111 (26:35, 36:33, 24:21, 29:22) VIDEO

“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 110:81 (33:17, 22:29, 28:12, 27:23) VIDEO


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:06 | 21.04.2017
Jimmy@B (281)

Statiashi ratom ar daweret rom nbas pleiopebis istoriashi es sammagi aris yvelaze shedegiani?es martla ar unda gamogchenodat))rassze vin unda tqvas mvp ar ekutniso kacma ra rekordebi daamxo

23:03 | 20.04.2017
პანტელეიმონი (4347)

რასელი ულაპარაკოთ მვპ -ია ! ! !

15:01 | 20.04.2017
federer (17) (15576)

რა ქნას მეტი ამ კაცმაა ხუთმაგ დუბლებს ვერ გააკეთებს

15:00 | 20.04.2017
DeMar DeRozan (49)

ვოლი არის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე რა ძალიან მაგარი კაცია !!!

13:46 | 20.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიართვა ვაშინგტონის უკანა ხაზნა ატლანტას როგორ მეზიზღებიან მაგათ დედებს დავეცი ატლანტა არა ყ რაც ატლანტამ წელს ბილეთი გამიფუჭა იმდენჯერ დედის ტყ ნ დურანტს

13:44 | 20.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ოკლაჰომაზე ყ გუნდი მე არ ვიცი ვესტბრუკი რო გამოაკლო არმია დაიხევს ახალ სპორტის სასახლეში საღამოს საათებში

13:42 | 20.04.2017
რაჭა (10043)

მაგარი ყ გუნდი ყავს რას

13:24 | 20.04.2017
Madness (331)

წელს საოცარ სეზონს ატარებს რასელი იმედია მვპ გახდება იმსახურებს კიდეც

13:23 | 20.04.2017
Jimmy@B (281)

Chicagoze erti statiac ar dades raa..ai rato gavida lebronjani meoreze saertod ar esiamovneboda veidtan da batlertan chidaoba

13:23 | 20.04.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

წესტბრუკ ჩემ თვალში ჰარდენზე წინ იქნები ყოველთვის მვპ ხარ 100 % იანი

13:21 | 20.04.2017
Jimmy@B (281)

Meti ra unda qnas kacma magram gverdit ro sabonisebi da zmani misni geyolebian ragazea saubari saertod

13:16 | 20.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

აუუ, წარმომიდგენია ეს თავის დარბაზში რეებს ჩაიდენს.
დიდი ამბები გველოდება წინ... იმედია DDD

0.114376