ფეხბურთი

12:00 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: ჩემპიონატი დრამატული მატჩებით განახლდა

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ძირითადი რაუნდის მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, საქართველოს ფუტსალის ლიგა XIV ტურით განახლდა. 13 აპრილს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ორ შეხვედრას უმასპინძლა.

პლეი-ოფისთვის მებრძოლი მფკ მგლები, გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, მფკ იბსუს დაუპირისპირდა და მიუხედავად „სტუდენტთა“ მედგარი წინააღმდეგობისა 6:1 იმარჯვა. უკვე მერამდენედ, „მტაცებლებს“ ზურაბ ძაგანიამ ულიდერა, რომელმაც ამჯერად „ჰეთ თრიკით“ გამოიჩინა თავი.

საოცრად დრამატული გამოდგა ამავე დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, სტუ-თელასი მფკ აფხაზეთს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად იყო მარცხთან ასე ახლოს, თუმცა... მატჩის პირველი ნახევარი აფხაზეთის ფეხბურთელების სრული უპირატესობით, წარიმართა და ტაიმი მათივე გამარჯვებით, 6:1 (!!!) დასრულდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა „ენერგეტიკოსებისთვის“ არც ხუთ ბურთიანი „ფორა“ აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი. მათ მეორე ტაიმში მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს, რასაც აფხაზეთის ფეხბურთელების მხრიდან დაცვაში უსუსური თამაშიც დაერთო და საბოლოოდ 7:6 თელასის სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი, მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე დანიშნულ 6 მეტრიან დარტყმას მოყვა, რომელიც ამ მატჩში საუკეთესო გიორგი სოზაშვილმა აქცია გოლად და პირად „პოკერთან“ ერთად გუნდს სამი ქულა მოუტანა.

13.04.2017. ქ.თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. XIV ტური

მფკ მგლები - მფკ იბსუ 6:1 (1:1)

გოლები: 14:23’ მამაცაშვილი (0:1), 14:42’ ქსოვრელიშვილი (1:1), 25:22’ ძაგანია (2:1), 34:02’ მაჭარაშვილი (3:1), 36:19’ ძაგანია (4:1), 36:52’ ძაგანია (5:1), 37:37’ მახარობლიშვილი (6:1)

გაფრთხილება: 32:28’ მელანაშვილი (მგლ)

მფკ სტუ-თელასი - მფკ აფხაზეთი 7:6 (1:6)

გოლები: 0:23’ ქეშელაშვილი (0:1), 06:58’ ქეშელაშვილი (0:2), 08:00’ კორღალიძე (0:3), 10:22’ ღუღუნიშვილი (0:4), 12:33’ ხარაიშვილი (0:5), 13:49’ სოზაშვილი 6მ (1:5), 18:23’ ნადირაძე (1:6), 23:07’ ნადირაძე ს.კ (2:6), 23:30’ სოზაშვილი (3:6), 27:44’ სოზაშვილი (4:6), 31:51’ ასათიანი (5:6), 35:51’ ჭუმბურიძე (6:6), სოზაშვილი 6მ (7:6)

გაფრთხილება: 16:23’ ჩუთლაშვილი (აფხ)

XIV ტურის კიდევ ორი შეხვედრა 18 აპრილს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა.

დინამო ბათუმმა, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს, მფკ ტატიშვილის უმასპინძლა. „მედიკოსებმა“ შეხვედრა მათთვის სასურველი სცენარით წარმართეს და ყოველგვარი გართულების გარეშე, 5:2 დაამარცხეს მეტოქე.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა და საოცარი სანახაობა იხილა გულშემატკივარმა ბსუ-სა და მფკ თბილისის დაპირისპირებაში. მატჩი გარდამავალი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მეორე წუთიდან მოყოლებული, როდესაც ვასილ მარუაშვილმა მორიგი „გოლი-შედევრით“ დააწინაურა სტუმრები, გუნდებმა არაერთხელ „გაცვალეს ანგარიში“. ცალკე საუბრის თემაა ორივე კართან შექმნილი გამოუყენებლი საგოლე მომენტები, რომელიც ხან შემტევთა სინდისზე იყო, ხანაც მეკარეები ყოჩაღობდნენ. ამ მხრივ უდაოდ შეუდარებელი იყო, თბილისის მეკარე ბაკურ სანიკიძე, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში იხსნა თავისიანები. განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის მეორე ნახევარი გამოდგა- დავით ჯალაღანიამ 23-ე წუთზე დააწინაურა „ბათუმელი სტუდენტები“, 4:3, თუმცა ამის შემდეგ „დედაქალაქელებმა“ უმალვე მოახერხეს „დაკარგულის დაბრუნება“ და 38-ე წუთამდე სამჯერ (!!!) ფლობდნენ ორ ბურთიან უპირატესობას, რის შემდეგაც მასპინძლებმა ხუთზე შეტევა გადაწყვიტეს და გიორგი მამულაძეს ერთი წუთიც არ დასჭირდა წონასწორობის აღსადგენად - 8:8 და თითქოს მატჩიც ასეთივე ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბსუ-ს ფეხბურთელებმა კვლავ განაგრძეს მეხუთე მოთამაშით იერიშები, რა დროსაც ფატალური შეცდომა დაუშვეს და თბილისელთა კაპიტანმა, ილია რეხვიაშვილმა მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე, გამარჯვების გოლი გაიტანა - 8:9. მის გარდა დუბლით და ბრწყინლავე თამაშით გამოირჩნენ ოთარ კუხალეიშვილი და ნიკოლოზ ღუდუშაური. ამ გამარჯვებით „დედაქალაქელებმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის რეალურ შანსსაც ინარჩუნებენ.

18.04.2017. ქ.ბათუმი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. XIV ტური

დინამო (ბთ) - მფკ ტატიშვილი 2:5 (0:3)

გოლები: 01:06’ კაკაბაძე (0:1), 07:12’ ლუკავა (0:2), 14:46’ სიგუნავა (0:3), 24:40’ თოთლაძე (0:4), 30:35’ გალოიანი (1:4), 38:10’ სილაგავა (1:5), 38:59’ მ.დოლიძე (2:5)

გაფრთხილება: 23:27’ დ.დოლიძე (დინ), 38:38’ მ.დოლიძე (დინ)

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ თბილისი 8:9 (3:3)

გოლები: 01:48’ მარუაშვილი (0:1), 03:38’ ნადარაია (1:1), 04:43’ ბროლაძე (2:1), 09:47’ კუხალეიშვილი (2:2), 10:39’ ღუდუშაური (2:3), 17:14’ გაბუნია (3:3), 22:56’ ჯალაღანია (4:3), 23:22’ კუხალეიშვილი (4:4), 23:44’ კირთაძე (4:5), 24:47’ რეხვიაშვილი (4:6), 25:30’ ნადარაია (5:6), 31:52’ თურმანიძე (5:7), 32:52’ ფუტკარაძე (6:7), 37:08’ ღუდუშაური (6:8), 38:03’ მამულაძე (7:8), 38:56’ მამულაძე (8:8), 39:59’ რეხვიაშვილი (8:9)

გაფრთხილება: 12:29’ ბერიძე (ბსუ), 20:00’ მახარაძე (ბსუ), 20:00’ ღუდუშაური (თბ), 32:52’ ჭელიძე (თბ)

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 27, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 25, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) – 22

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.183399