ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ ნახევარფინალში თამაში მისმა გუნდმა დაიმსახურა. როგორც მან „ბარსელონასთან“ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მათ ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხეს.
„მინდა ბიჭებს კომპლიმენტები ვუთხრა იმისთვის, რასაც მიმდინარე სეზონში აკეთებენ. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და დავამარცხეთ ძალიან მაღალი დონის მეტოქე. დაცვაში შესანიშნავად ითამაშა „იუვენტუსმა“ - ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავედით. ჩვენ ახლა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით და არ უნდა დავნებდეთ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო ტურინში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.