ჭადრაკი

18:27 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ იფანი ვაჟთა ტურნირს ლიდერობს

გერმანიის საკურორტო ქალაქ ბადენ-ბადენში გრძელდება დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ექვსი ვაჟი და ერთი ქალბატონი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი( ჩინეთი) მონაწილეობს.

სამი ტურის შემდეგ ჰოუ იფანმა ყველაზე მეტი 2.5 ქულა დააგროვა და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერია. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ჰოუ იფანი ვაჟთა შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს(ნორვეგია) დაუზავდა.

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1.ჰოუ იფანი (2649, ჩინეთი) 2.5 ქულა
2-4. ლევონ არონიანი(2774,სომხეთი), ფაბიანო კარუანა (2817, აშშ), არკადი ნაიდიჩი(2702, აზერბაიჯანი) 2.0-2.0
5. მაგნუს კარლსენი(2838, ნორვეგია) 1.5
6. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2803, საფრანგეთი) 1.0
7-8.მათიას ბლუებაუმი(2634, გერმანია), გიორგი მაიერი(2621, გერმანია)0.5-0.5.

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ნაიდიჩი - მაიერი

კარლსენი - კარუანა

ვაშიე ლაგრავი-ჰოუ იფანი

ბლუებაუმი-არონიანი

0.149123