ჭადრაკი

14:54 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ციურიხში ნაკამურამ იმარჯვა

შვეიცარიის ქალაქი ციურიხში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადებისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატ ვიქტორ კორჩნოის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი.

პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრმა ჰიკარუ ნაკამურამ მოიპოვა. რაც შეეხება რეიტინგ ფავორიტ ვლადიმერ კრამნიკს (რუსეთი), იგი მხოლოდ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

გთავაზობთ ამ ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას:

1.ჰიკარუ ნაკამურა (2793, აშშ)

2.იან ნეპომნიაშჩი (2751, რუსეთი)

3.ვიშვანათან ანანდი(2786, ინდოეთი)

4.პიოტრ სვიდლერი(2747, რუსეთი )

5.ვლადიმერ კრამნიკი(2811, რუსეთი)

6.ბორის გელფანდი (2724, ისრაელი)

7.სერგეი ოპარინი (2604, რუსეთი)

8.იანიკ პელეტიე (2541, შვეიცარია)

0.161143