ფეხბურთი

12:47 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ამ თამაშში ყველაფერს ველოდი, მსაჯების ასეთი მუშაობის გარდა”

მიუხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ მსაჯების მუშაობა გააკრიტიკა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მომხდარს არბიტრებზე “რეალის” გავლენად არ მიიჩნევს - ისინი უბრალოდ ცდებოდნენო.

“ამ თამაშში ყველაფერს ველოდი, მსაჯების ასეთი მუშაობის გარდა. სამწუხაროა, რადგან მატჩი სხვა მხრივ იდეალური გამოვიდა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და უფრო მეტიც კი. მაგრამ შედეგი შესაბამისი ვერ მივიღეთ... მსაჯები საკუთარ სამუშაოს ვერ გაუმკლავდნენ... არ ვფიქრობ, რომ “რეალს” რაიმე გავლენა აქვს მსაჯებზე, ისინი დღეს უბრალოდ ცდებოდნენ. არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთში ვიდეოგამეორების ტექნოლოგიის დანერგვის მომხრე, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ახლა ის აუცილებელია. არ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი ასე გამოვლინდეს. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანსაც ვესაუბრე და ისიც დამეთანხმა, რომ მსაჯებმა ძალიან ცუდად იმუშავეს. ასეთ რამ ასეთ დონეზე არ უნდა ხდებოდეს და იმედი მაქვს, ტექნოლოგიები მსაჯებს რაც შეიძლება მალე დაეხმარება” - განაცხადა ანჩელოტიმ.

“ბაიერნმა” პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ (1:2) “სანტიაგო ბერნებეუზე” იგივე ანგარიშით მოუგო “რეალს” და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. თუმცა, ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე უმცირესობაში დარჩა - მსაჯმა ვიქტორ კაშაიმ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა არტურო ვიდალი, მაგრამ როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, “ბაიერნის” ჩილელ ნახევარმცველს იმ მომენტში თამაშის წესი არ დაურღვევია. გარდა ამისა, კაშაი და მისი ბრიგადა შეცდა “რეალის” მეორე გოლის ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შენიშნა. საბოლოოდ, “რეალმა” 4:2 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

0.129139