ფეხბურთი

13:44 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “როცა გვჭირდება, რონალდუ ყოველთვის გადაგვარჩენს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბაიერნთან” დამატებით დროში მოგებული შეხვედრის (4:2) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

“დღეს რონალდუმ გვაჩვენა, როგორ შეუძლია გუნდის კრიტიკული სიტუაციიდან გამოყვანა. როცა გვჭირდება, კრიშტიანუ ყოველთვის გადაგვარჩენს. ის უნიკალური ფეხბურთელია”- განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ “ბაიერნს” სამი გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც ამ ტურნირზე 100 გოლი აქვს გატანილი. რონალდუს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 137 შეხვედრაში 101 გოლი ირიცხება. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე 94 გოლით ლიონელ მესია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114187