მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა “რელთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრის 109-ე წუთზე, “ბაიერნის” კარში მესამე გოლის გასვლის ეპიზოდში, ნოიერს მარცხენა ფეხის ძვალი დაუზიანდა.
ფეხბურთელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და აღდგენითი პროცესის ვადები ამის შემდეგ დადგინდება.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი “რეალმა” დამატებით დროში 4:2 მოიგო და “ბაიერნი” ტურნირს გამოთიშა.