კალათბურთი

11:21 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტომ” და “კლიპერსმა” ანგარიში გაათანაბრეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” შინ “მილოუკი” 106:100 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში 100:100 იყო, შეხვედრის ბოლომდე ვისკონსინელებმა ერთი ქულის ჩაგდებაც ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა “მილოუკის” ლიდერმა ბერძენმა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო. “ტორონტოში” დეროზანი 23 ქულით გამოირჩა, ლოურს 22 ქულა ჰქონდა. სერიის მესამე შეხვედრა “მილოუკის” დარბაზში 21 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

“ბოსტონი” შინ “ჩიკაგოსთან” 97:111 დამარცხდა და სერიას “ხარები” 2:0 იგებენ. “ჩიკაგომ” მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. 22-22 ქულით ბატლერი და უეიდი გამოირჩნენ, ხოლო ბოსტონში 20 ქულით აიზეა ტომასი საუკეთესო გახლდათ. სერიის მესამე შეხვედრა ჩიკაგოში 22 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “იუტა” 99:91 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ლოს ანჯელესელები მატჩის პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში “იუტამ” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ შეძლო. გრიფინს 24 ქულა ჰქონდა, დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა და 15 მოხსნა. კრის პოლსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა - 21 ქულა, 10 პასი. “იუტაში
ჰეივორდი 20 ქულით გამოირჩა. სერიის მომდევნო შეხვედრა იუტაში 22 აპრილს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

“ტორონტო” – “მილოუკი” 106:100 (28:25, 27:27, 29:31, 22:17) VIDEO

“ბოსტონი” – “ჩიკაგო” 97:111 (26:31, 20:23, 29:32, 22:25) VIDEO

“კლიპერსი” – “იუტა” 99:91 (29:18, 22:24, 28:28, 20:21) VIDEO


0.116589