საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. როგორც Bild-ი იუწყება, "დორტმუნდი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად ფრანგს მოიაზრებს და ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. ევროპული მედიის ცნობით კი გაბონელი თავდამსხმელი დიდი ალბათობით "რეალში" გადავა.
მიმდინარე სეზონში ლაკაზეტიმ 39 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება კი 40 მილიონი ევროა. ობამეიანგმა კი მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრაში თავი 33-ჯერ გამოიჩინა, აფრიკელის სატრანსფერო ღირებულება კი 45-დან 65 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეკორдები ფინალში იქნება თუ იქნება...გულშემატკივრებს საწუწუნო ნამдვილაд არაფერი გვაქვს, უძლიერესი წყვილი дაჯдა ფინალში.