ფეხბურთი

18:51 | 18.04.2017 | ნანახია 5603 - ჯერ

"სამტრედია" - ჯერ 10 სავარაუდო მეტოქე ევროტურნირებისთვის

"სამტრედია" წლეულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. როგორც ხდება, საქართველოს ჩემპიონი მეორე ეტაპიდან დაიწყებს და განთესილი არ იქნება. 10 სავარაუდო მეტოქე კი გამოიკვეთა.

მაღალი რეიტინგი აქვთ და განთესილთა შორის იქნებიან: "სელტიკი" (შოტლანდია), ბატე (ბელარუსი), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია). ექვსივე ჩვენების სავარაუდო მეტოქეა. ამ გუნდებს ჩემპიონობა განაღდებული აქვთ.

ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის უკვე ჩემპიონები არიან: "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "მარიბორი" (სლოვენია). შესაბამისად, ეს ოთხი კლუბიც სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეა, რადგან ისინიც უეჭველად განთესილები იქნებიან.

მოკლედ, ჯერ 10 სავარაუდო მეტოქეა. სულ 34 გუნდი ითამაშებს მეორე ეტაპზე: 17 განთესილი 17 განუთესავთან.

ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს ხორვატიაში (მოულოდნელად, "რიეკა" ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს "დინამოს"), სერბეთში, უნგრეთში, ისრაელში, პოლონეთში... და სანამ არ გაირკვევიან ჩემპიონები, მანამდე არასერიოზული იქნება სხვა სავარაუდო მეტოქეებზე წერა.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:28 | 19.04.2017
besika (337)

რა გახდა ერთი ან ორი ქართული საფეხბურთო კლუბი, კარგად, გუნდურად შეკრული, შეთამაშებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა ევროპა ლიგაზე მაინც რომ გავა, მაგრამ არა კარგი საფეხბურთო გუნდის აშენება ხომ არ აინტერესებთ ჩვენი საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს, ამათმა ხომ ფული უნდა აკეთონ ტრანსფერებით და ტოტალიზატორებში ჩალიჩით.

01:09 | 19.04.2017
besika (337)

ამ შემადგენლობით და ამისთანა თამაშით ახლა რომ თამაშობენ სამტრედიელები ნამდვილად არანაირი შანსი არ აქვთ. საერთოდ ჩვენს ჩემპიონატში თუ ვინმე ცოტათი მაინც ათამაშდება უცბად გარბიან საქართველოდან, კლუბების ხელმძღვანელებიც სიხარულით უშვებენ თან ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან კაპიკებში, იმის ნაცვლად რომ შეენარჩუნებინათ ძირითადი შემადგენლობა და ცოტათი მაინც გაძლიერებულიყვნენ. მერე დაჯდებიან სპორტულ ტელეგადაცემებში და საუბრობენ საქართველოს ჩემპიონატის დონე დაბალია და ჩემპიონატის დონემ უნდა აიწიოსო, თუ არა ისე ვერ მივაღწევთ წარმატებებსო, ვერც ევროტურნირებზე და ვერც ნაკრების დონეზეო. ანდა როგორ გინდა რომ მიაღწიო წარმატებას თუ გუნდის ბირთვი არ ჩამოაყალიბე, გუნდი არ შეკარი და არ შეათამაშე ერთი ორი წელი მაინც, ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია, ამას რათ უნდა დიდი ჭკუა და ფილოსოფია. აღარ ვამბობ უკვე ინფრასტრუქტურის მოუწყობლობაზე და ბევრ სხვა პრობლემებზე.
სადღაც მაქვს სტატია წაკითხული, გერმანული ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ქართველებმა რაც კი ტრანსფერები განახორციელეს 2016 წელში თურმე ყველა ქართველი ფეხბურთელი უფასოდ გაუშვიათ, გარდა ერთისა. ვერ გავიგე ჩვენი საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები რა ხეირს ხედავენ ფეხბურთელების უფასოდ გაშვებით? ერთი ახსნა მაქვს მარტო, ეტყობა დაბალ ფასებში უშვებენ ამ ჩვენს ფეხბურთელებს და ლევად იღებენ ფულს და ამით ჩალიჩობენ, რავიცი სხვა რა ახსნა უნდა ქონდეს აბა ამ ყველაფერს. ო ხეს ქურდული და კორუფციული ქართული მენტალიტეტი, ამიტომაც ვართ ასეთ დღეში ფეხბურთში და კიდევ ბევრ სხვა სფეროში.

22:24 | 18.04.2017
Torres9 (12692)

აარასდოს არ ყოფილა სამტრედია ძლიერი გუნდი,უბრალოდ შარშან იმდენად ცუდი და სუსტი ჩემპიონატი იყო რომ მართლაც რომ მარაზმში გახდა ჩემპიონი

23:37 | 18.04.2017
samtrediel (8001)

შენ მაგრად არ გევასება სამტრედია. კარგად მახსოვს შენი ძველი კომენტარები. ჩასაფრებული ხარ რომ რაიმე ცუდი თქვა ჩვენზე. რომ ამბობ არასდროს არ ყოფილა სამტრედია ძლიერი გუნდიო, აბა 1995 წელს ვინ იყო ძლიერი? წინა სეზონშიც ძლიერი იყო, მაგრამ მაგის დანახვა არ გაწყობს და რას იტყვი ეხლა.

22:22 | 18.04.2017
Torres9 (12692)

კაით რა რა სამტრედია ამათ ნებისმიერი განთესილი მოუგებს

21:34 | 18.04.2017
berodaviti (4285)

კოლხეთთან ზღაპარში ჩაახუტა 3 ქულა ხარიტონაშვილმა, სანამდე უნდა გაგრძელდეს მსაჯების მარაზმი და ვის სჭირდება ესეთი მოგება და ევროთასები...

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უკვე თითქმის ყველა გვჯობნის, ევროპის კლუბები ჰო საერთოდ ვარჯიშობენ ჩვენთან...

03:12 | 19.04.2017
butamilan1 (2837)

ნახე მეგობარო პენალტის ეპიზოდი?? დიდი ალბათობით არ გინახავს და ზეპირად ამბობ რადგან ბოლო წუთებზე პენალტით მოიგეს ესეიგი მსაჯმა აჩუქა მოგება, ან თუ ნახე ძაან სუბიექტური ხარ იქ თუ ხელით თამაში ვერ დაინახე. ორივე შემთხვევაში სუბიექტური ხარ აშკარად არ გეხატება გულზე სამტრედია

20:45 | 18.04.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

სამწუხაროდ დასახელებული გუნდებიდან სუყველა გახევს სამტერედიას, არავითარი შანსი არაა აქვთ.ვისურვებდი სელტიკს, ჯობია უფრო სახელოვანმა გუნდმა გამოაგდოს და თანაც მახსოვ ძლივს გავიდნენ თავიდან გიბრალალტარის გუნდთან და იქნებ ძალიან არ შევრცხვეთ.

20:38 | 18.04.2017
ეშლი იანგი (6461)

ახლავე დავიწყოთ ლოცვა რომ ძაან არ შევრცხვათ. რაის გაძლიერება, ჩემპიონი გუნდი პაჩტი დაშალეს და ჯერ იმ გუდს ჭირდებოდა, რო რაღაცისთვის მიეღწიათ და ეს გუნდი? კაი რა.. დაივიწყეთ. ევროპა ლიგის პლეი--ოფამდე კი არა, პირველივე ეტაპზევე არ გავნადგურდეთ

20:04 | 18.04.2017
matri (2779)

მოდი ახლავე დაივიწყეთ ევროპა ლიგა რააიყო რამ გაამწარათ ისეეთი გუნდებია

19:48 | 18.04.2017
M.U2016 (1925)

ფაკტიურად სამტრედია 2 ლიგის გუნდია უბრალოდ ჩემპიონობა აქ ნაყიდი და ვინ იყიდა და ვინ ჩააწყო საქმეები მგონი ადვილი მისახვერდია აქ კი არავისთან შანსი არაა.

20:37 | 18.04.2017
iceman (2988)

რეალურად სამტედის ყველაზე კარგი გუნდი იყო შარშან და ღირსეულად გახდა ჩემპიონი, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ჩვენი საუკეთესო გუნდიც კი ძალიან უშანსოდაა და მითუმეტეს ჩემპიონობის შემდეგ სამტრედია კი არ გაძლიერდა პირიქით ფაქტობრივედ ყველა ლიდერმა დატოვა. იმედია ასტანას ან ყარაბახს არ შევხვდებით არ მინდა ამ გუშინ გამოჩეკილმა გუნდებმა რომ გადაუარონ ჩვენს ჩემპიონს

19:54 | 18.04.2017
ficxela10 (4839)

რა ჩაწყობა და გადაწყობა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდენო ეგრე იყო მაგათი ჩემპიონობის ამბავი, რეალური კონკურენტი არ ტულიათ

19:45 | 18.04.2017
ficxela10 (4839)

ამათგან ყველა გამოაგდებს სამტრედიას სამწუხაროდ

19:38 | 18.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

ნუ ტუ არ დააფინანსებ გუნდს რა უნდა ქნას განა ?
ეს ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდის დანიის აუტსაიდერში თამაშის ოცნნება ჯერაც არ აუხდა )

19:37 | 18.04.2017
sabonis (9584)

ყველა ერთად გამოუშვით.DD

19:36 | 18.04.2017
Davita16 (2463)

ყველაზე მეტად ჩიხურას იმედი უფრო მაქ ევროტურნირებზე მერე ტორპედო მერე ბათუმი და ბოლოს სამტრედია.

22:13 | 18.04.2017
ogafa (10220)

ჩიხურას მეც მეიმედება

19:39 | 18.04.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

არაფერი არ მინდა ოღონდ აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდმა არ გამოგვაგდოს სრაზუ

19:12 | 18.04.2017
ukleba (17336)

ეეეჰ

0.126351