ინგლისის ჩემპიონშიფში სამი ტური დარჩა, მაგრამ ლიდერმა "ბრაიტონმა" უკვე გაინაღდა პრემიერლიგის საგზური. "ბრაიტონმა" ბოლოს 1983 წელს ითამაშა ინგლისის უძლიერესთა ლიგაში, მას შემდეგ კი 34 წელი გავიდა.
"ბრაიტონს" ირლანდიელი კრის ჰაუთონი წვრთნის, წამყვანი ფეხბურთელები კი არიან სტივ სიდუელი, ჩეხი ირჟი სკალაკი, ესპანელი ბრუნო სალტორი, გლენ მარი და დეილ სტივენსი. "ბრაიტონი" დაარსებულია 116 წლის წინ და 30 000-იან "ფალმერ სთედიუმზე" თამაშობს.
პრემიერლიგის მეორე საგზურის მფლობელიც თითქმის გარკვეულია - "ნიუკასლი". სამი ტური დარჩა და რაფა ბენიტესის გაწვრთნილები ექვსი ქულით უსწრებენ მესამეზე მყოფ "რედინგს". შარშან მოულოდნელად გავარდა და წლეულს ბრუნდება...