ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელებად დასავლეთში “კლიპერსის” დამრიგებელი დოკ რივერსი და აღმოსავლეთში “ინდიანას” თავკაცი ნეიტ მაკმილანი აღიარეს.
დოკ რივერსის თავკაცობით ნბა-ს რეგულარულ სეზონში “კლიპერსმა” აპრილის თვეში ხუთივე შეხვედრა მოიგო. “ინდიანას” მთავარმა მწვრთნელმა მაკმილანმა ხუთი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო, რითაც კლუბი პლეი-ოფში გავიდა.