ფეხბურთი

16:12 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერგელაშვილი - საგოლე პასი, მოგება, სიმბოლური

ლაშა შერგელაშვილი ლატვიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "რიგასის" ქართველმა მარცხენა მცველმა საგოლე პასი გააკეთა "ლიეპაიასთან" სტუმრად 1:0 მოგებულ შეხვედრაში. შერგელაშვილი, როგორც იცით, შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა სამტრედიელთა შემადგენლობაში.

ეს "რიგასის" მეორე მოგება იყო სეზონში. შერგელაშვილის გარდა, ამ გუნდში ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილიც თამაშობს - მან ბოლო 7 წუთი ითამაშა.

"ლიეპაიას" რაც შეეხება, გუნდს თამაზ პერტია წვრთნის და მას ორი ქართველი ფეხბურთელიც ჰყავს გუნდში: მცველმა ვასილ ბაჩიაშვილმა და შემტევმა გიორგი ერისთავმაც შეუცვლელად ითამაშეს.

0.115887