კალათბურთი

13:40 | 17.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და პირველი გამარჯვება პლეი-ოფში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტიმა” პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ “პორტლენდი” 121:109 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი სამი პერიოდი გუნდები თანაბრად მიდიოდნენ, გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “გოლდენ სტეიტმა” 33:21 მოიგო. “პორტლენდში” ორი კალათბურთელი გამოირჩა: ლილარდი 34 ქულით და მაკოლუმი 41 ქულით. კევინ დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა 10 მოხსნა. კარის 29 ქულა ჰქონდა.

სერიის მეორე შეხვედრა ოკლენდში ჩატარდება, მატჩი 20 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.

0.117582