“სან ანტონიოს” გამთამაშებელმა ტონი პარკერმა პლეი-ოფის პირველ მატჩში “მემფისთან” (111:82) მოგებულ შეხვედრაში 18 ქულა ჩააგდო.
პარკერმა პლეი-ოფებში ჩაგდებული ქულებით “ბოსტონის” ლეგენდას ლარი ბერდს გადაასწრო. ტონის სულ 3903 ქულა დაუგროვდა, ხოლო ლარი ბერდს 3897 ქულა აქვს.
შეგახენებთ, რომ ნბა-ს პლეი-ოფში ყველაზე მეტი 5987 ქულა მაიკლ ჯორდანს აქვს ჩაგდებული.