ფეხბურთი

20:20 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა დაშავდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა ტრავმირებულია. 23 წლის შემტევი იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “პესკარასთან” დაპირისპირებისას დაშავდა.

არგენტინელმა 48-ე წუთზე სალი მუნტარის შეჯახებისას მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა. თავდაპირველად მან თამაში განაგრძო, მაგრამ 5 წუთში შეცვლა მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია დიბალას ტრავმა.

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, სამხრეთამერიკელს ფეხი სტკივა, მაგრამ გამოსაჯანმრთელებლად ოთხი დღე აქვს. მოგეხსენებათ, 19 აპრილს, “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

0.117418