ფეხბურთი

19:43 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარშან იყო მბაპე
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წინ

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ველით.ჩვენთან ჩატარებულა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები 1985 წელს, ჩატარებულა ევროპის სუპერთასი, სხვადასხვა დროს უამრავ დიდ ფეხბურთელს უთამაშია და 2-15 ივლისს, ალბათ, მომავალ ვარსკვლავებს ვნახავთ..

ისე როგორ იქნება, ვინმემ არ გაიბრწყინოს და არ გავიხსენოთ - "აი, პირველად აქ რომ ვნახეთ 19-წლამდელებში"... ნეტავ, უპირველესად ქართველებზე ვთქვათ. ნეტავ, ამის საბაბი მოგვეცეს.

მოდით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშება გავიხსენოთ. შარშან გერმანიამ უმასპინძლა და ერთი ვარსკვლავი გვაჩუქა: კილიან მბაპე, რომელსაც დღეს უკვე ყველა იცნობს და რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ფურორს ახდენს. 18 წლის "ახალი ანრი" მონაკოელთა იმედია და აღარ დავიწყებთ იმაზე წერას, თუ რა დღეში ჩააგდო "მანჩესტერ სიტი", ხოლო რამდენიმე დღის წინ "დორტმუნდი"...

შარშან მბაპე სხვებზე ერთი წლით უმცროსი იყო და რეალურად, წლეულსაც შეეძლო 19-წლამდელებში თამაში, მაგრამ ჯერ ერთი, ის უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და მეორეც, საფრანგეთი მაინც ვერ ჩამოვა თბილისში: ბულგარეთმა დატოვა ჯგუფში.

შარშან საფრანგეთი გახდა ჩემპიონი და მბაპე როდი დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად. საუკეთესოდ აღიარეს ასევე ფრანგი, ფორვარდი ჟან-კევინ აუგუსტინი და ის გახდა ბომბარდირიც (6 გოლით). აუგუსტინი პსჟ-ის ფეხბურთელია, თუმცა რა თქმა უნდა, მეტწილად შეცვლაზე შემოჰყავთ - იქ ხომ ედინსონ კავანია?! ამ სეზონში ერთი გოლი გაიტანა, "ნანტთან". აუგუსტინისა და მბაპეს შედარება ჯერ არ შეიძლება...

ჯერ მბაპე ამობრწყინდა, მერე კი, ვინ იცის, 19-წლამდელებში გამოჩენილი სხვა ტალანტებიც ვარსკვლავები გახდნენ.

დაველოდოთ ივლისს. მომავალ ვარსკვლავებს აუცილებლად ვნახავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115677