იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი პაბლო დანიელ ოსვალდო წარსულს იხსენებს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. არგენტინული წარმომავლობის თავდამსხმელის განცხადებით, იტალიის ნაკრებში ყოფნისას, გასახდელში მთვარ მწვრთნელთან და კაპიტანთან ერთად სიგარეტს ეწეოდა.
"იტალიის ნაკრების გასახდელში სიგარეტს ჯიჯი ბუფონთან და ჩეზარე პრანდელისთან ერთად ვეწეოდი", - უთხრა ოსვალდომ Fox Sports Radio-ს.
პაბლო ოსვალდო იტალიის ნაკრების რიგებში 2010-2014 წლებში თამაშობდა და სწორედ ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა "სკუადრა აძურას" პრანდელი.
ამჟამად 31 წლის ოსვალდო ფეხბურთს აღარ თამაშობს და არგენტინაში ერთ-ერთი როკ-ჯგუფის მუსიკოსია. ოსვალდომ კარიერა 2016 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა, ხოლო მანამდე სხვადასხვა პერიოდში "ურაკანის", "ატალანტას", "ლეჩეს", "ფიორენტინას", "ესპანიოლის", "რომას", "საუთჰემპტონის", "იუვენტუსის", "ინტერისა" და "პორტუს" რიგებში თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის მეტი გასახსენებელი რო არ გექნება მიხვდი რა კარიერა ჰქონდა ეხლა ამ დაქნეულს...
ბუფონს რა ენაღვლება სირბილი არ უწევს და აი ეს ოსვალდოს ნარბენი მე არ მინახავს
მილანი დაბრუნდააააა, ნახეთ რა უყო ინტერს სად ააცალა 3 ქულა.DDD
იტალილებიდან ბევრი ეწევა ახლაც და ადრეც მაგალითად ჯუზეპე მეაცა იყო აქტიური მწეველი
მეკარისთვის არც ისე ცუდია,მაინც არ დარბის ბევრს

არადა მეკარისთვის განსაკუთრებით არ ვარგა რეაქციას ძალიან ანელებს .
სემიჩკასაც თუ ჭამს საერთოდ ვეღარ ხტება თურმე

ბუფონი, რომ ეწევა ცნობილი ფაქტია....თუ ვინმეს ახსოვს დანიის ნაკრებში თამაშობდა - ელკიაერი , როგორც თვითონ ამბობდა დღეში პაჩკა სიგარეტს ეწეოდა... მაგრამ კი იყო ტანკივით
აბა რა მაგარ ჯანზე იყო წარმოდგინე სულაქველიძე დაეჯახა და ძვრა ვერ უყო. თვინ თქვა ინტერვიუში.
ოხოხოოო, ეს რა სკანდალისტი ყოფილა კაცოო, თმები ყალყზე დამიდგა DDDDDDDDD
ჯიჯი რომ სიგარეტს ეწეოდა, აქ ჩვენს ქვეყანაშიც რომ გვსტუმრობდა იტალიის ნაკრები მეც გამიგია
ჯიჯი სიგარას ეწევა