ფეხბურთი

20:21 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იონჰონ ლი: “მილანის” ისტორიაში ახალი ერა დაიწყო”

იტალიური “მილანი” უკვე ახალი პრეზიდენტის მფლობელობაშია – ესაა ჩინელი იონჰონ ლი, რომელმაც იტალიური მედიის წინაშე პირველი პრესკონფერენცია გამართა. აზიელის განცხადებით, მას და მის გუნდს გათავისებული აქვთ, თუ რამხელა პასუსხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე. როგორც ლიმ აღნიშნა, “მილანის” ისტორიაში ახალი ერა იწყება.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა “მილანის” მოყვარულთათვის – ჩვენ ვიწყებთ ახალ ერას. მინდა მადლობა გადავუხადო სილვიო ბერლისკონისა და Fininvest-ს ნდობისთვის. ვიცი, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ კლუბის თაყვანისმცემელთა წინაშე. ჩემი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან და ჩვენი მიზანია “მილანი” გაიზარდოს. Forza Milan!” - განაცხადა “მილანის” პრეზიდენტმა.

იონჰონ ლის შემდეგ მედიის წინაშე “როსონერის” ახალი აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონე წარსდგა, რომელსაც, სხვათა შორის, აქამდე “იუვენტუსში”, “ნაპოლისა” და “ინტერში” (2012-2015) უმუშავია:

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლის და ჰან ლის. ვფიქრობ ბარბარა ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის შესახებ, რომლების ადგილიც დავიკავე – ისინი მაძლევდნენ რჩევებს ბოლო დროს. ვფიქრობ “მილანის” ქომაგებზეც, რომლებთან საუბრისთვის მზად ვართ.

ჩვენ “მილანი” ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიაროთ ნელი ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდეთ და ეს 2018-2019 წლების სეზონშივე უნდა მოხდეს. გვესმის, რომ იტალიაში ამჟამად ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან, მაგრამ ჩვენი განზრახვაც ისაა, რომ ვაჯობოთ მათ. გვჯერა ვინჩენცო მონტელასი, რომელმაც კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა”, - თქვა ფასონემ.

შეგახსენებთ, “მილანის” მმართველობაში ახალი ხელმძღვანელობა ოფიციალურად ხუთშაბათს მივიდა და ამით დასრულდა ლომბარდიულ გრანდში სილვიო ბერლუსკონის 31-წლიანი მოღვაწეობა.

0.122646