ფეხბურთი

22:40 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” მილინკოვიჩ-სავიჩი 5 წლით დაიბევა

რომის “ლაციომ” იმედისმომცემ სერბ ფეხბურთელ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც რომაული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მილინკოვიჩ-სავიჩი გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

22 წლის ნახევარმცველს “არწივებთან” ძველი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, “ლაციოს” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მოთამაშის გარჯით ძალზე კმაყოფილია.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი “ლაციოს” 2015 წელს შეუერთდა ბელგიური “გენკიდან”. მიმდინარე სეზონში სერგეის ყველა ტურნირის ჩათვლით 39 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

0.115062