ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კატალონურ გრანდს მომდევნო ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ გააჩნია.
“ბარსელონას” შეტევა ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ძლიერია, მაგრამ დაცვის ხაზი კოშმარს ჰგავს. სწორედ დაცვაში საშინელი თამაშის გამო წააგეს კატალონიელებმა ტურინში 0:3. ვფიქრობ, მეორე მატჩში “ბარსას” კიდევ ერთი ქამბექის შანსი საერთოდ არ აქვს – “იუვენტუსი” თავს დაიცავს, ხოლო მეტოქის დაცვის ხაზის ხარჯზე სახიფათო მომენტებს ადვილად შექმნის”, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ბარსელონა” პაულო დიბალას დუბლითა და ჯორჯო კიელინის გოლით დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი “კამპ ნოუზე” 19 აპრილს გაიმართება.