“კლივლენდ კავალიერსის” ფოვარდმა ლებრონ ჯეიმსმა პლეი-ოფში კლუბის შანსებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა.
“კლივლენდს” ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. თითოეულ შეხვედრაზე ფოკუსირებაა საჭირო, გონივრული სტრატეგია გვჭირდება, თუ როგორ უდნა გავატაროთ პარკეტზე 48 წუთი”, - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
პლეი-ოფში “კლივლენდის” პირველი მეტოქე “ინდიანა პეისერსია”. პირველი შეხვედრა კლივლენდში, 15 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.