ფეხბურთი

14:01 | 14.04.2017 | ნანახია 4932 - ჯერ

კვირკველიას პასუხი გრასიას: “მადლობა ჩემი რომ არ გჯეროდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია იმედოვნებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “რუბინში” დაბრუნება არ მოუწევს.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მოსკოველთა რიგებში იჯარის წესით ამ ზამთარს გადავიდა და ახალ გუნდში ჩატარებულ პირველივე მატჩებში დაამტკიცა, რომ მის პოზიციაზე რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის ხავი გრასიას რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ესპანელ სპეციალისტს ცუდ შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის კვირკველიას გაშვებას.

“ძალიან ვწუხვართ ბოლოდროინდელი შედეგების გამო, მაგრამ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. აზრი არ აქვს იმაზე დარდს, რომ გუნდი სოლომონ კვირკველიამ ან სხვა ფეხბურთელებმა დატოვეს” - განაცხადა “რუბინის” მწვრთნელმა.

ამის პასუხად კვირკველიამ “ინსტაგრამში” პირად გვერდზე დაწერა: “მადლობა ხავი ჩემი რომ არ გჯეროდა! მადლიერი ვარ შენი ახლა “ლოკომოტივში” რომ ვთამაშობ. ვიმედოვნებ, დასახმარებლად ჩემს უკან დაბრუნებას არ მოინდომებ”.

ქართველი ფეხბურთელის ამ განცხადებას “რუბინის” გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყვა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ყაზანელი ქომაგები მას ყოველთვის აფასებდნენ, ახლაც უხარიათ მისი წარმატება და იმედი აქვთ, ის “რუბინში” ისევ დაბრუნდება.

ხავი გრასია “რუბინს” გასულ წელს ჩაუდგა სათავეში და კვირკველიას, რომელიც მანამდე ყაზანელთა დაცვის ლიდერად მიიჩნეოდა, პირველ წრეში მხოლოდ ერთხელ მისცა თამაშის საშუალება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:57 | 14.04.2017
ბაგი-რეი (2264)

ახლა ნანობს ეს ჩემაალა? მოუკვდა პატრონი რუბინს... და რაღა დროსია. 80 მილიონიანი გუნდი სად არის ჩაძირული

19:08 | 14.04.2017
dinamo222 (8587)

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს ყაზანში ოქროს მთებიც რომ დაპირფნენ ! სიომინთან ძალიან მაგრა იქნება

21:38 | 14.04.2017
sabonis (9584)

მისი გადასწყვეტი თუ გახდა კი.

19:10 | 14.04.2017
dinamo222 (8587)

იმ ს ი რ გარსიას კი აუცილებლად გააპანღურებენ რუბინიდან რაც ეგ მიეთრა იქ იმის მერე რუბინის საქმეები უკან მიდის !

17:28 | 14.04.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

უტვინო ესპანელი... ყოჩაღ სოლომონ, შენი გუნდი იპოვე ამ ეტაპზე უკეთეს ვერც ინატრებდა კაცი. სიომინი ის კაცია ვინც ყველა ქართველს ლოკოში სახელი და კარიერის გაგეკეთების შანსი მისცა და რომელსაც სჯერა ქართველების.

0.144485