“მინესოტა ტიმბერვულვზის” 21 წლის ცენტრი კარლ ენტონი-თაუნსი ნბა-ს ისტორიაში გახდა მე-15 კალათბურთელი, ვინც ერთ სეზონში 2000-ზე მეტი ქულა და 1000-ზე მეტი მოხსნა გააკეთა.
თაუნსი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კაათბურთელი, ვინც 2000 ქულაზე და 1000 მოხსნაზე მეტი ისეე გააკეთა, რომ ასზე მეტი (101) სამქულიანი ჩააგდო.
თაუნსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.1 ქულას, 12.3 მოხსნას აკეთებდა. თაუნსი ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვისაც სეზონში 25 ქულა და მინიმუმ 10 მოხსნა ჰქონდა.