ფეხბურთი

16:39 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: “ადრე თუ გვიან კონტესთან ვიმუშავებ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ალვარო მორატა ანტონიო კონტეზე და “ჩელსიზე” ალაპარაკდა. მისი თქმით, კონტე ის მწვრთნელია, რომელთან მუშაობაც უნდა და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

“მოხარული ვარ “რეალში” თამაშით, მაგრამ თუ კლუბს ჩემი გაყიდვა მოუნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისში გადავალ. ზაფხულში “ჩელსიმ” 70 მილიონი შესთავაზა მადრიდელებს, თუმცა მათ ჩემ გაშვებაზე უარი განაცხადეს. კონტე არის მწვრთნელი, რომელთანაც მუშაობა ძალიან მინდა. მან იცის თუ რა არის ჩემთვის უკეთესი. მადლობელი ვარ, რადგან ის მენდობა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მასთან მოვხვდები კლუბში”, - თქვა მორატამ.

შეგასხენებთ, რომ 24 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო.

0.119915