ფეხბურთი

14:23 | 13.04.2017 | ნანახია 2819 - ჯერ

19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის დაჯგუფდნენ

დღეს, თბილისში, 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ღონისძიებას მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველო ფინალურ ეტაპზე ევროპის საუკეთესო 7 გუნდს მასპინძლობს და ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვედეთის, ბულგარეთის და ჩეხეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად საქართველოს ნაკრები შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფად დაიყო. საქართველოს ნაკრები A ჯგუფის პირველ ნომრად არის განთავსებული და მისი მეტოქეები ჩეხეთი, პორტუგალია და შვედეთი გახლავთ.

A ჯგუფი

საქართველო

ჩეხეთი

შვედეთი

პორტუგალია

B ჯგუფი

გერმანია

ინგლისი

ბულგარეთი

ჰოლანდია

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 2-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მას თბილისის - მიხეილ მესხის და გორის – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონები უმასპინძლებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:24 | 14.04.2017
O. Mertskhali (8101)

ვაა? 'დაჟე' ჩვენც შეგვიძლია ჩავაწყოთ რაღაცეები?

22:08 | 13.04.2017
drogba-11 (13246)

მანჩესტერ-სიტის-ბალახს-აგებენო-გორში-ასე-გავიგე:

21:56 | 13.04.2017
Shevche (15054)

არაბიძეს შეუძლია ამ ნაკრებში თამაში? თუ აღარ?

22:12 | 13.04.2017
drogba-11 (13246)

მე-მყავს-დამატებული-ვესაუბრები-ხოლმე-ფეისბუქში

22:11 | 13.04.2017
drogba-11 (13246)

აღარ-19-გახდა-მგონი

18:49 | 13.04.2017
stoikovich (5984)

ესპანეთი და საფრანგეთი დარჩა ფინალს მიღმა,ბულგარეთი კი აქ არის, გაიგე ახლა ამ ასაკში რამე...

18:30 | 13.04.2017
anna konda(city) (24)

ინგლისი ძლიერია აქ

16:52 | 13.04.2017
Chat shit get banged (1127)

ინგლისი მოიგებს

14:45 | 13.04.2017
kila (557)

მინიმუმ 1/2 ფინალში უნდა ვითამაშოთ

14:34 | 13.04.2017
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.108354