მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი როგორც იცით ამჟამად ტრავმას იშუშებს და მისი არყოფნის დროს ალბათ გუშინაც ნახეთ, რომ მიუნხენური გიგანტი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ტრავმირებული ლევანდოვსკი დროს უქმად არ კარგავს და “ყვითელ” მედიას პირად ცხოვრებაზე ხშირად ესაუბრება.
ლევანდოვსკი ძალიან გახარებულია იმით, რომ მაისის თვეში, კონკრეტულად კი მაისის ბოლოს, პირველი შვილი შეეძინება და როგორც ბომბარდირი იძახის, ბავშვის დაბადებამდე დღეებსა და საათებს ითვლის. პან რობერტის თქმით, შვილის ყოლა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
რობერტ ლევანდოვსკის ცოლი, ანა ლევანდოვსკა გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და ბულვარულ მედიას არ უმხელდა საკუთარი ორსულობის ამბავს, მაგრამ ახლა დასამალი უკვე აღარაფერია. რობერტისა არ იყოს, ანაც მოქმედი სპორტსმენია და 2009 წელს კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც კი აიღო.