ფეხბურთი

10:07 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "იუვენტუსში" 2022 წლამდე

ტურინის „იუვენტუსი“ და პაულო დიბალა თანამშრომლობის ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ყველაფერი გადაწყვეტილია. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დამდეგ კვირაში დადასტურდება.

როგორც ცნობილი გახდა, 23 წლის არგენტინელი „იუვენტუსში“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება და ხელფასის სახით, გაუმჯობესებულ პირობებს, კერძოდ, 7 მილიონ ევროს მიიღებს.

პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მას შემდეგ კი, ახალგაზრდა შემტევმა შავ-თეთრი მაისურით 84 მატჩში 39 გოლის გატანა შეძლო.

0.110898