მადრიდის „ატლეტიკომ“ „ლესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა. მართალია, ანგარიში მინიმალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისის ჩემპიონს „ვისენტე კალდერონზე“ გოლის გატანის იოტისოდენა შანსიც კი არ მისცემია.
რა თქმა უნდა, ნისლიან ალბიონზე სხვა თამაშ იქნება, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდი დღეს მეტოქეს კლასითაც სჯაბნის და გამოცდილებითაც. რაც შეეხება მადრიდში გამართულ მატჩს - საკმაოდ მოსაწყენი შეხვედრა გამოდგა და საგოლე მომენტების მწვავე დეფიციტით. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის.
მატჩის ბედი კი, ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ანტუან გრიზმანის წაქცევისათვის დანიშნული პენალტით გავიდა. გოლი თავად ფრანგმა შეაგდო, მაგრამ აი, იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი, ცოტა ძნელი სათქმელია. მარკ ალბირგტონი გრიზმანს ზედ საჯარიმო ხაზთან აქცევს, ფრანგი საჯარიმოში ეცემა, ხოლო იონას ერიქონი პენალტის ნიშნულისკენ იშვერს ხელს... ასე იყო თუ ისე, „როხიბლანკომ“ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ახლა მეორე შეხვედრა ინგლისში გაიმართება და ხუმრობა „ლესტერთან“ რომ არ შეიძლება, ყველას კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული.
„ატლეტიკო“ – „ლესტერ სიტი“ 1:0 (1:0) VIDEO
მადრიდი, „ვისენტე კალდერონი“
მაყურებელი: 45 000
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; ნიგეზი, გაბი, კოკე, კარასკო (კორეა 65); გრიზმანი, ტორესი (ტომასი 75)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„ლესტერ სიტი“ (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, ბენალუანე, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ნდიდი, ალბირგტონი; ოკაზაკი (კინგი 46), ვარდი (სლიმანი 77)
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი
გოლი: 1:0 გრიზმანი (28,პენ)
გაფრთხილება: ალბირგტონი (27), ბენალუანე (49), ჰუტი (58)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 6 (0) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)