“ლიონის” თავდამსხმელის ალექსანდრე ლაკაზეტის შეძენა “მანჩესტერ სიტის” სურს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ხოსეპ გვარდიოლას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაღალი დონის ფორვარდის დამატება უნდა და მზადაა, რომ ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გაიღოს.
25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ცნობისთვის, “მანჩესტერ სიტის” გარდა, ალექსანდრეს დამატება ლონდონის “არსენალსაც” სურს.