სუპერლიგის მონაწილე „სოხუმი“, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოლიმპს“ ხვდება, შესუსტებული შემადგენლობით თამაშობს. ზღვისპირელთა შორის ტრავმის გამო არ თამაშობს უკრაინელი ლეგიონერი, უკანახაზელი დიმიტრი ზაბირჩენკო, რომელიც უკრაინაში იმყოფება და ტრავმირებულ მხარს მკურნალობს. რაც შეეხება ამერიკელ უკანახაზელ უეიდ ლათანს, იგი მოიწამლა, თავს შეუძლოდ გრძნობს და ამ შეხვედრაში ამიტომ არ მონაწილეობს,
ეს ინფორმაცია worldsport.ge-ს „სოხუმის“ პრესსამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ „სოხუმი“ აუტასიდერებთან ძალიან ახლოს იმყოფება და რეგულარულის დასრულების შემდეგ ასპარეზობის გაგრძელება პლეი აუტში მოუწევს.