თამაშგარე

13:50 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა! მეიყვანე ბიჯო ცოლი, მეიყვანე...

არგენტინელი შემტევის, პაოლო დიბალას გუშინდელი ტრიუმფის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს და ნეიტრალური ქომაგისთვისაც კი მართლაც რომ ერთ რამედ ღირდა, კატალონიის ბობოლა კლუბთან მის მიერ გატანილი ერთიმეორეზე ლამაზი და თვალსასეირო გოლების ხილვა.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ პაულომ მის გარშემო შემოჯარულ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ორივე გოლი თავის გულისსწორს, თანამემამულე მოდელს, ანტონელა კავალიერის მიუძღვნა და ეს სულაც არ გაუკეთებია გაუცნობიერებლად და ანგარიშმიუცემლად.

საქმე ისაა, რომ პაულომ და ანტონელამ ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტეს დაქორწინება და მათი ჯვრისწერა სავარაუდოდ ამ ზაფხულს შედგება. ახალგაზრდა გოლეადორმა ეს გადაწყვეტილება თურმე მშობლების თხოვნით მიიღო, რადგან მამამისი გამუდმებით ჩასჩიჩინებდა: “მეიყვანე ბიჯო ცოლი – მეიყვანეო”...

0.113911