ფეხბურთი

22:36 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, იგი ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და დასძინა, რომ ფუტსალს საქართველოში დიდი მომავალი აქვს.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, არამარტო დღეს, არამედ გასული ორი წლის განმავლობაში. მეთორმეტე მატჩია, რომელშიც ნაკრები არ დამარცხებულა. მე ვიტყოდი, მათ ისტორია დაწერეს – კარგად მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი მათ, დარბაზიც კი არ ჰქონდათ. დღეს კი, ნახეთ რამდენი გულშემატკივარი მოვიდა.

მე ბედნიერი ვარ, როდესაც ამ ბიჭებს ვუყურებ, ვხედავთ, რას ნიშნავს ერთიანობა. მგონი ყველანი დამეთანხმებით, რომ გუნდის მთავარი თვისება ერთიანობაა. ისტორია კი, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ეს გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს გაგრძელდება, რადგან ფუტსალს საქართველოში ძალიან დიდი მომავალი აქვს”, - განაცხადა კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103173