დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელსაც ქალაქი სენტ-ლუისი მასპინძლობდა. ასპარეზობა, რომელშიც 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა ერთ წრედ 11 ტურად ჩატარდა.
რაღა თქმა უნდა, ფავორიტად უესლი სო (2822) ითვლებოდა, რომელიც მეორეა რეიტინგში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენის(ნორვეგია) შემდეგ. საბოლოოდ პირველი ადგილი და ოქროს მედალი სოს ერგო, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 6.5-6.5 ქულით I-III ადგილებს სო, ვარუშან აკობიანი და ალექსანდრ ონიშუკი ინაწილებდნენ. საბოლოოდ 7.0-7.0 ქულით ფინიშის ხაზი სომ და ონიშუკმა გადაკვეთეს.
ჩემპიონის გამოსავლენად მოკლე პარტიები დაინიშნა. აქ ფორტუნამ სოს გაუღიმა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
სოს გარდა აღნიშნულ ჩემპიონატში მსოფლიოს კიდევ ორი წამყვანი მოჭადრაკე ფაბიანო კარუანა(2817) და ჰიკარუ ნაკამურა(2793) მონაწილეობდნენ. ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ორივე მათგანმა, აკობიანთან ერთად 6.5-6.5 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
დანიელ ნაროდინსკი(2646)- უესლი სო (2822) 0.5:0.5
გატა კამსკი (2659) - ალექსანდრ ონიშუკი(2667)0.5:0.5
ჰიკარუ ნაკამურა(2793)-ვარუშან აკობიანი(2645) 1: 0
რეი რობსონი (2668) - ფაბიანო კარუანა (2817) 0: 1
ჯეფრი ხიონგი(2674)-იაროსლავ შერებუკი(2605)0.5:0.5
ალექსანდრ შაბალოვი(2556)-სამუელ შანკლადი(2666)0.5: 0.5
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.სო 7.0 ქულა
2.ონიშუკი 7.0
3-5.კარუანა, ნაკამ ურა, აკობიანი 6.5-6.5
6.შერებუკი 6.0
7-9.კამსკი, ნაროდინსკი, შანკლადი 5.5-5.5
10.რობსონი 4.5
11.ხიონ გი 4.0
12.შაბალოვი 3.5