დოღომში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში დღეს სტარტი აიღო ლეგენდარული სპორტსმენის, კრივში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულის დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა. შეჯიბრში 7 ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი გამოდის. ტურნირის გახსნის ცერემონიალი და პირველი დღის შეხვედრები შეგიძლით იხილოთ მოცემულ ბმულზე:
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური